პროფესიონალური ხარისხის ფარების ორთქლით პოლირების აპარატი (იგივე "ორთქლით პოლირების ჩაიდანი") განკუთვნილია მანქანის ფარების პროფესიონალურ დონეზე აღდგენა-პოლირებისთვის.
ეს პოლირების აპარატი მუშაობს ორთქლის ტექნოლოგიაზე და უზრუნველყოფს თანაბარ, სტაბილურ შედეგს.
ფარების პოლირების ნაკრებში შედის ყველა საჭირო ნივთი: ორთქლის პოლირების აპარატი, ორთქლით პოლირების სითხე, ხელთათმანები და ზუმფარები.
ფარების ორთქლით პოლირების აპარატის მოხმარება ძალიან მარტივია და შეუძლიათ როგორც პროფესიონალ დითეილერებს, ისე ავტომოყვარულებსა და დამწყებებს.
ორთქლით პოლირების აპარატის უპირატესობები
ორთქლით პოლირების აპარატი შექმნილია პრაქტიკული მუშაობისთვის და სტაბილური შედეგის მისაღებად. კონსტრუქცია, ფუნქციონალი და გამოყენების სიმარტივე მას აქცევს სანდო გადაწყვეტად ფარების პოლირების პროცესში, როგორც პროფესიონალურ, ისე სამოყვარულო დონეზე.
სწრაფი და ეფექტური
ორთქლით პოლირების აპარატი სწრაფად აღწევს სამუშაო ტემპერატურას და მზად არის გამოყენებისთვის მოკლე დროში. ორთქლის თანაბარი გამოყოფა უზრუნველყოფს სუფთა პროცესს, რის შედეგადაც ზედაპირზე არ რჩება ლაქები და მიიღება ერთგვაროვანი ვიზუალი.
პრაქტიკული გამოყენება
ფარების ორთქლით პოლირების აპარატი აღჭურვილია სხვადასხვა სამუშაო თავებით, რაც ამარტივებს პოლირების პროცესს. პოლირების აპარატი გათვლილია როგორც ადგილზე(“გარაჟში) სამუშაოდ, ისე მომხმარებელთან, ადგილზე მისვლით მომსახურების გასაწევად.
პროფესიონალური ტექნოლოგია
იაფიანი მოდელებისგან განსხვავებით, ეს პოლირების აპარატი დაცულია გადახურებისგან და აქვს ერგონომიული სახელური. იდეალურია როგორც ერთჯერადი გამოყენებისთვის, ისე სახელოსნოში ყოველდღიური და ხშირი გამოყენებისთვის.